აშშ-ს, ისრაელისა და ირანის შეიარაღებული კონფლიქტი უკვე მე-13 დღეა გრძელდება. მხარეები ერთმანეთის საწინააღმდეგო სარაკეტო დარტყმებს არ წყვეტენ. 13 მარტის მონაცემებით, აშშ-მ ირანში 6 000 სამიზნეს დაარტყა.
სამიზნეებს შორის ასევე იყო სამეთაურო ცენტრები, იარაღის წარმოების ობიექტები, ბალისტიკური რაკეტების ცენტრები, წყალქვეშა ნავები და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

გამოცემის ცნობით, ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენები კი მსუბუქად არიან დაშავებულები.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ზარზირში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებებს იძიებენ. შიდა ფრონტის სარდლობა ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.

აშშ-ის სამხედრო ძალების ცნობით, 13 მარტს, ღამის საათებში დასავლეთ ერაყში აშშ-ის KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ინციდენტში ორი თვითმფრინავი მონაწილეობდა და მეორე უსაფრთხოდ დაეშვა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ინციდენტი „არ მომხდარა მტრული ან მეგობრული ცეცხლის გამო“.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ - „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.

სამიზნეებს შორის იყო ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და იარაღის წარმოების ობიექტები.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის საჰაერო ძალების ათობით თვითმფრინავმა სამიზნეების თავზე უამრავი ბომბი ჩამოაგდო. ასევე ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა ახალი დარტყმები განახორციელა ბეირუთის მიმართულებითაც.
შტაბ-ბინაზე - რომელსაც საფრანგეთი ქურთისტანის პეშმერგას ძალებთან ერთად იზიარებს - დარტყმა ორი დრონით განხორციელდა.
შეგახსენებთ, გუშინ ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ განაცხადა, რომ თეირანი გააგრძელებს ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას. ხოლო, ის და მისი თანამოაზრეები შურს იძიებენ მტრების წინააღმდეგ და გააგრძელებენ მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკულ ბაზებზე თავდასხმას.
იხილეთ ასევე: