ავტორი:

“ფეისბუქის გვერდი გაუტეხეს და მისი სახელით ატვირთეს ფოტოები" - კახეთში მომხდარი დანაშაული, რომელმაც 32 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

“ფეისბუქის გვერდი გაუტეხეს და მისი სახელით ატვირთეს ფოტოები" - კახეთში მომხდარი დანაშაული, რომელმაც 32 წლის ბიჭი თვითმკვლელობამდე მიიყვანა

ლაგოდეხში მომხდარი უმძიმესი დანაშაულის შესახებ AMBEBI.GE-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ცნობილია, 32 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. შემთხვევა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

"ახალგაზრდა, 32 წლის ბიჭია დაღუპული. როგორც ვიცით, დაკავებულებიდან ერთი თბილისელია, მეორე - გორელი. ვიცი, რომ გ-ს (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ - ავტ) ფეისბუქის გვერდი გაუტეხეს და მისი სახელით ატვირთეს ფოტოები. შემდეგ რაც მოხდა, ყველამ იცის" - გვიყვებიან ადგილობრივები.

რას ამბობს შსს მომხდარზე:

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალად ედებათ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვა, ანგარებით პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და თვითმკვლელობამდე მიყვანა. დაკავებულები არიან 2006 წელს დაბადებული ნ.გ. და 2007 წელს დაბადებული ნ.მ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გასული წლის ზაფხულში, მამაკაცს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს. აღნიშნული ფაქტიდან მალევე გ.გ.- მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. და ნ.მ. ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181- ე, 157-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: