მძღოლი, რომელიც ხუთშაბათს მიჩიგანის შტატში მდებარე დიდ სინაგოგაში მანქანით შევარდა, გარდაცვლილია - ამის შესახებ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
ოკლენდის ოლქის შერიფის, მაიკ ბუშარის ინფრორმაციით, ეჭვმიტანილმა ხუთშაბათს შუადღისას ავტომობილით შეანგრია სინაგოგის კარები და შენობაში შევიდა. მისი თქმით, მანქანამ დერეფანში გარკვეული მანძილი გაიარა, შემდეგ კი ცეცხლი გაუჩნდა.
FBI-ს განცხადებითაც ინციდენტი განიხილება, როგორც "ებრაული თემის წინააღმდეგ ძალადობის მიზანმიმართული აქტი."

პოლიციას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.
„ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება. თუმცა, დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.“
ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი ადამიანი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ოკლენდის ოლქის შერიფმა, Mike Bouchard-მა განაცხადა, რომ სინაგოგაში ხანძრის გაჩენის შემდეგ კვამლის შესუნთქვის გამო დაახლოებით 30 პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი თქმით, ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავები არკვევენ.