ავტორი:

ერაყში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეკიპაჟის 4 წევრი ემსხვერპლა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

ერაყში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეკიპაჟის 4 წევრი ემსხვერპლა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა

დასავლეთ ერაყში საწვავის შემავსებელი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის ოთხი წევრი დაიღუპა, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული.

„თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ექვსი წევრიდან ოთხის გარდაცვალება დადასტურებულია“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ინციდენტის გარემოებები ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

„თვითმფრინავის დაკარგვა არც მტრის და არც მეგობრული ცეცხლის შედეგი არ ყოფილა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ - „ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ“ აიღო. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ KC-135 ტიპის თვითმფრინავი „ქვეყნის სუვერენიტეტისა და საჰაერო სივრცის დასაცავად“ ჩამოაგდეს.

იხილეთ ასევე: