ვაშინგტონი ცდილობს გააუმჯობესოს სიტუაცია მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე, რაც მოსკოვის ინტერესებს შეესაბამება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"მიგვაჩნია, რომ სიტუაცია გლობალურ ენერგეტიკულ სექტორში მზარდი კრიზისის წინაშეა. ასეთი ქმედებები, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობს ამ ბაზრის სტაბილიზაციას. ამ მხრივ, ჩვენი ინტერესები ემთხვევა“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, მოისმინეს განცხადებები იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი მომავალში შეზღუდვების მოხსნას აღარ გეგმავს. პესკოვის მტკიცებით, რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობის გარეშე, ენერგეტიკულ ბაზრებზე სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია.
"მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია. ამჟამად პრობლემაა ფასებთან დაკავშირებით და არა მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ, მაინტერესებს, რა სხვა ფაქტორებმა აიძულა აშშ-ის მთავრობა ეს გადაწყვეტილება მიეღო“, - განაცხადა მერცმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომში არ მონაწილეობს.
"კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადო: გერმანია არ არის ამ ომის ნაწილი და არ გვსურს ერთ-ერთი მათგანი გავხდეთ“, - განაცხადა მერცმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა კი განაცხადა:
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს: აშშ-მა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ევროპის გაყოფა სურს. მათ არ მოსწონთ ევროკავშირი. ვაშინგტონის მიდგომა იმეორებს ევროკავშირის მოწინააღმდეგეების ტაქტიკას. ბლოკის ქვეყნები უნდა ეცადონ არა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ორმხრივ ურთიერთობას, არამედ უნდა გააერთიანონ ძალები და დაიკავონ ერთიანი პოზიცია. ჩვენი პასუხი არ უნდა იყოს „ოჰ, მოდით, [ტრამპთან] ორმხრივად ვიმუშაოთ“, არამედ: „მოდით, ერთად ვიმუშაოთ მათთან“. მათ არ მოსწონთ ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნისას თანაბარი ძალები ვართ. ჩვენ ამერიკისგან უნდა ვიყიდოთ, რადგან არ გვაქვს საჭირო აქტივები, შესაძლებლობები. ამავდროულად, ჩვენ ასევე გვჭირდება ინვესტიციების ჩადება საკუთარ თავდაცვის ინდუსტრიაში“, - აღნიშნა კალასმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდა გადამწყვეტია იმისთვის, რომ მან მიიღოს სერიოზული მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის.
"სანქციების შემსუბუქება ზრდის რუსეთის რესურსებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებისთვის“, - წერს კოშტა.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრის სკოტ ბესენტის განცხადებით, ეს არის დროებითი ზომა, რომელიც 11 აპრილამდე იმოქმედებს და რომელიც ომის დროს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სპეციალურად ინდოეთისთვის 30-დღიანი შეღავათი გასცა, რაც ქვეყანას ზღვაში ჩარჩენილი რუსული ნავთობის შეძენის საშუალებას აძლევს.
წაიკითხეთ ასევე: