თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის უწყება ირანისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს
ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია.
"პარასკევს დილით ნატო-მ კვლავ წარმატებით ჩაჭრა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა“, - განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა.
მისი განცხადებით, ნატო "სიფხიზლეს ინარჩუნებს“ და მტკიცედ იცავს ყველა მოკავშირეს.
ცნობისთვის, ნატო-ს თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაგზავნილი რაკეტები მანამდე ორჯერ, 4 და 9 მარტსაც მოიგერია.
იხილეთ ასევე: