ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს. "ტვ პირველის' ინფორმაციით, ქალს სავარაუდოდ, იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ის ერთ-ერთ კერძო სკოლის პედაგოგი იყო. 50-წლამდე ქალის ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში.
ადგილზე ნახეს ქალის ავტომობილიც, სადაც მისი ცხედარი იყო ნაპოვნი. როგორც ცნობილია, ქალის ძებნა დღეს დილიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ის სკოლაში არ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.