ავტორი:

“მიზანმიმართული “გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება“ - რომეო მიქაუტაძე

“მიზანმიმართული “გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება“ - რომეო მიქაუტაძე

“მიზანმიმართული “გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება, რაც დაიწყო გუნდის შიგნით მყოფი ადამიანების მიერ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

როგორც “ინტერპრესნიუსი“ წერს, რომეო მიქაუტაძის თქმით, “საქმეზე არავის გაჰყოლია“ და ყოველთვის მოქმედებდა ისე, რომ იცოდა, ემსახურებოდი სახელმწიფო ინტერესებს.

  • “უკიდეგანო ტყუილია რომ [ესპანეთში სავაჭრო ცენტრი ვიყიდეთ], სისულელეა. რომ ვერაფერი ნახეს, ვერც მისამართი და ვერც ვერაფერი, მერე მკითხეს, მაკლერს თუ იცნობ ან თუ შეხვედრილხარ ესპანეთშიო, არასდროს ეგეთ ადამიანებს არ შევხვედრილვარ. იმედია დაიჯერეს.

გამოძიებამ ჩამომართვა, ამოიღო ჩემი ტელეფონი, მერე მკითხეს კოდი, რაც, რა თქმა უნდა, ვუთხარი. მაგრამ გამოძიების მასალებში მხვდება პატაკი, სადაც პირმა, რომელმაც ჩემზე ინფორმაციები მიაწოდა, თურმე ასევე მიაწოდა ჩემი ტელეფონის კოდი და აქედან გაიგეს, არადა მე ვუთხარი. ეს რა საჭირო იყო? მიზანი, ალბათ, იყო, რომ კარგი ფონი მომზადებულიყო, რომ ეთქვათ ტყუილები: თითქოს არაფერს ვამბობ, მათ კითხვებს არ ვუპასუხე, არ ვიქცევი ისე, როგორც უნდა მოიქცეს კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე.

ჟარგონულად ვიტყვი, მე არავის გავყოლივარ საქმეზე, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცოდი, რომ ვემსახურებოდი სახელმწიფო ინტერესებს. მიზანმიმართული “გაშავების“ კამპანია, რაც ჩემი მისამართით აქტიურად მიმდინარეობდა ვითომდა სამართლიანობის ქვეშ, აღმოჩნდა ყველაზე უსამართლო, პირადი შურისძიება, რაც დაიწყო გუნდის შიგნით მყოფი ადამიანების მიერ, რაც დადასტურებულია სუს-ის თანამშრომლის ჩვენებით“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მიქაუტაძის თქმით, მასზე ამბობდნენ, რომ "გავლენების გამოყენებით რომეო მიქაუტაძე გასცემდა ნებართვებს, სასამართლოში კი ირკვეოდა რომ გავლენებს ვერ გავცემდი".

ცნობისთვის, პროკურატურის ბრალის მიხედვით, რომეო მიქაუტაძე სისტემატურად ბოროტად იყენებდა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კერძოდ კი, ბრალდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია განახორციელა.

სამართალდამცველებმა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე 20 ივნისს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ამას გარდა, შესაძლებელია თანამდებობის დაკავების აკრძალვა ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა სამ წლამდე ვადით.

ასევე, წარდგენილი აქვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ გულისხმობს.

ისჯება ჯარიმით ან სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე მუხლით წარედგინა, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსებას, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობას, და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვებას გულისხმობს მფარველობის გზით.

ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მიქაუტაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მესამე ნაწილის, გ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ისჯება ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობით.