ავტორი:

70 წამში გატანილი 1.7 მლნ დოლარის ღირებულების საიუველირო ნაკეთობები და შოკისმომგვრელი ძარცვის ამსახველი კადრები - აშშ-ში ათეულობით ნიღბიანის ამოცნობას ცდილობენ

70 წამში გატანილი 1.7 მლნ დოლარის ღირებულების საიუველირო ნაკეთობები და შოკისმომგვრელი ძარცვის ამსახველი კადრები - აშშ-ში ათეულობით ნიღბიანის ამოცნობას ცდილობენ

ჩრდილოეთ კალიფორნიაში მოქმედმა მძარცველთა ჯგუფმა ფრემონტში მდებარე ლუქს კლასის საიუველირო მაღაზია “ბრძოლის ველს“ დაამსგავსა და სულ რაღაც ერთ წუთზე ცოტა მეტ დროში დაახლოებით 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები შოკისმომგვრელ მომენტებს ასახავს. ვიდეოში ჩანს, როგორ ჩერდება მაღაზიის წინ ერთდროულად რამდენიმე მანქანა, რის შემდეგაც მუქი ჰუდებში გამოწყობილი თითქმის ორი ათეული ნიღბიანი ეჭვმიტანილი, მაღაზიაში ერთდროულად იჭრება და სრულ ქაოსს აწყობს.

  • მცირე წერაქვებით, ჩაქუჩებით და ზურგჩანთებით აღჭურვილმა პროფესიონალი მძარცველების ჯგუფმა წარმოუდგენელი სისწრაფით დაამსხვრიეს ვიტრინები, ოქროსა და ბრილიანტების სამკაულები ჩანთებში ჩაყარეს და მაღაზია დატოვეს.

მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაახლოებით ერთ წუთში მათ მაღაზიის საქონლის 75–80% მთლიანად გაიტანეს.

სამართალდამცავების თქმით “ბრბოს სტილით ჩადენილი ძარცვა“ დაახლოებით 70 წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ჯგუფი მომლოდინე მანქანებში ჩაჯდა და თითქმის 2 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობით სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა.

რადგან მანქანები მოპარული იყო, ავტომატურმა სანომრე ნიშნების ამომცნობი სისტემა გამომძიებლებს ეჭვმიტანილების ამოცნობაში ვერ დაეხმარა. ხანგრძლივი და სახიფათო დევნის პროცესში სამართალდამცველებმა შავი Acura-ს დაკავება მოახერხეს, სადაც 19-20 წლის ოთხი ეჭვმიტანილი აღმოჩნდა.

ბანდის წევრთა უმეტესობა დღემდე კვლავ თავისუფლებაზე რჩება.

წყარო