კაშკაშა სამი წერტილი რომელიც, ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის ცაზე შენიშნეს შეთქმულების თეორიებისა და ეჭვების ახალი ტალღის მიზეზი გახდა.
ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა სამი ნათელი დისკო მოჩანს, ისინი ერთობლივად სამკუთხა ფორმაციას ქმნიდნენ და ღამის ცაზე ქაოტურად გადაადგილდებოდნენ.
“კორონაში, ქუინსში სახლიდან გამოვედი და ცაში ავიხედე. თავიდან მეგონა ჩამოვარდნილი ვარსკვლავი იყო, მაგრამ შემდეგ კიდევ ორი შეუერთდა, თავადაც დრონი მაქვს და მას ჩვეულებრივ მწვანე ან წითელი მოციმციმე შუქი აქვს, ან საერთოდ არ ანათებს,„ - ჰყვება ვიდეოს ავტორი ჩარლი კორეა.

“აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო უწყებას UAP-ის შესასწავლად და დასაფიქსირებლად საკუთარი პროგრამები ან პროცესები გააჩნია, თუმცა ისინი ამ საკითხზე ერთმანეთთანაც თანამშრომლობენ, ომის დეპარტამენტის All-Domain Anomaly Resolution Office კი იმ ცენტრალურ ორგანოს წარმოადგენს, სადაც თავს იყრის ინფორმაცია ყველა იმ UAP-ებზე, რომლებიც ზოგადად უსაფრთხოებას ან ეროვნულ უსაფრთხოებას ეხება,“ - აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
თუმცა ხელისუფლებამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში მომხმარებლები მაინც ცდილობდნენ ამ უცნაური კაშკაშა წერტილების წარმოშობის დადგენას. ზოგი ვარაუდობდა, რომ ისინი შესაძლოა ფრინველები, თვითმფრინავები ან თუნდაც უცნაური ციური სხეულები ყოფილიყვნენ.
გამოჩნდნენ ისინიც, რომლებიც ვიდეოს სახუმარო კომენტარები დაუწერეს.
“შესაძლოა რამდენიმე უცხოპლანეტელს უბრალოდ ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობების ნახვა უნდოდა,“ - დაწერა ერთ-ერთმა მომხმარებელმა.
თუმცა აღსანიშნავია რომ UFO-ების დანახვა სულაც არ არის სახუმარო თემა. მონაცემების მიხედვით, მხოლოდ 2025 წლის პირველ ნახევარში ნიუ-იორკის ცაზე 66 ასეთი უცნაური ობიექტი დაფიქსირდა.