ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.
იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ რაკეტა ზღვაში ჩავარდა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება დაადასტურა სამხრეთ კორეამაც, რომელიც ახლა აშშ-თან ერთად ყოველწლიურ სამხედრო წვრთნებს ატარებს.