ავტორი:

საქართველოს ცა მსოფლიოს არტერიად იქცა: რატომ გაძვირდა ავიაბილეთები ირანის ომის გამო

საქართველოს ცა მსოფლიოს არტერიად იქცა: რატომ გაძვირდა ავიაბილეთები ირანის ომის გამო

ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო მსოფლიო ავიაცია კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ავიაკომპანიებს უწევთ უსაფრთხო გზების ძებნა, რაც პირდაპირ აისახება მგზავრების ჯიბეზე.

რატომ ძვირდება ბილეთები?

მთავარი მიზეზი საწვავის ფასის მკვეთრი ზრდაა. ომის დაწყების შემდეგ ნავთობი გაძვირდა, რამაც საავიაციო საწვავის ფასი თითქმის გააორმაგა ($150-200 ბარელზე).

Cathay Pacific, Air India და სხვა გიგანტები უკვე ზრდიან „საწვავის მოსაკრებელს“. ზოგიერთ რეისზე ბილეთის ფასი 50-100 დოლარით გაიზარდა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

საქართველო - ავიაციის უალტერნატივო სატრანზიტო ჰაბი

ირანის ცა სრულად ჩაკეტილია. ვინაიდან რუსეთისა და უკრაინის თავზე ფრენაც შეზღუდულია, ევროპიდან აზიისკენ მიმავალი თვითმფრინავებისთვის მხოლოდ ერთი ვიწრო გზა დარჩა - კავკასია.

თბილისისა და ბაქოს საჰაერო დისპეტჩერები ახლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ მარშრუტს მართავენ. თვითმფრინავები იძულებულნი არიან, იარონ ვიწრო „დერეფანში“, რაც ტრაფიკს ზრდის და ფრენებს აფერხებს.

დაგრძელებული მარშრუტები და დაკარგული დრო

შემოვლითი გზით ფრენა ნიშნავს მეტ დროს და მეტ დახარჯულ საწვავს:

მაგალითად, მოსკოვი-სეიშელის რეისი ადრე 8.5 საათს გრძელდებოდა, ახლა კი 10 საათი სჭირდება, რადგან თვითმფრინავს უწევს დიდი წრის დარტყმა ავღანეთისა და პაკისტანის გავლით.

ევროპული ავიახაზებიც (მაგალითად, Swiss) ირანის ნაცვლად კავკასიის მარშრუტს იყენებენ, რაც ფრენის დროს საგრძნობლად ახანგრძლივებს

ავიაკომპანიებს კარგად ახსოვთ 2020 წლის ტრაგედია, როდესაც თეირანთან შეცდომით ჩამოაგდეს უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი. დღეს არავინ რისკავს - ურჩევნიათ გზა დააგრძელონ და ბილეთი გააძვირონ, ვიდრე სამგზავრო ლაინერი საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაატარონ.

სანამ ირანში ომი გრძელდება, მგზავრებს მოუწევთ შეგუება ორ რეალობასთან: გაძვირებული ბილეთები და ხანგრძლივი ფრენები. საქართველო კი ამ გლობალურ პროცესში სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს, თუმცა ზედმეტად გადატვირთულ სატრანზიტო ჰაბად იქცა...წყარო