ავტორი:

აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფს აგზავნის - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით

აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფს აგზავნის - რა ინფორმაციას ავრცელებს CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით

აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითების ქვედანაყოფს აგზავნის, - ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში სწრაფი რეაგირების საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფს გაგზავნის, რომელიც დაახლოებით 2500 სამხედრო მოსამსახურისგან და მეზღვაურისგან შედგება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით მოხდება ახლო აღმოსავლეთში სწრაფი რეაგირების საზღვაო ქვეითთა ქვედანაყოფის გამოყენება.

გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ როგორც წესი, მსგავსი ქვედანაყოფების გამოყენება ევაკუაციებისთვის და ამფიბიური ოპერაციებისთვის ხდება.

„მათი იქ ყოფნა მეთაურებს გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის დამატებით შესაძლებლობებს აძლევს“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

წაიკითხეთ ასევე: