სასტიკი მკვლელობა მოხდა დუშეთში რამდენიმე დღის წინ. მეუღლის თვალწინ მოკლეს 42 წლის მიშა ჩოხელი. მკვლელობა 10 მარტს მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.
"ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.წ. და ტ.ვ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.