ავტორი:

2000 ჭიანჭველას კონტრაბანდის მცდელობისთვის ჩინეთის მოქალაქე დააკავეს - რა მოხდა კენიაში

2000 ჭიანჭველას კონტრაბანდის მცდელობისთვის ჩინეთის მოქალაქე დააკავეს - რა მოხდა კენიაში

კენიაში ჩინეთის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ქვეყნიდან 2000-ზე მეტი ბაღის ჭიანჭველას კონტრაბანდულად გატანის მცდელობაში ედება ბრალი - ჟანგ კეკუნი ნაირობიში, ჯომო კენიატას საერთაშორისო აეროპორტში (JKIA) უსაფრთხოების შემოწმების დროს დააკავეს.

  • გამომძიებლების განცხადებით, დაკავებულის ბარგში 2000-ზე მეტი დედა ჭიანჭველა იპოვეს. მათი თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ის დაკავშირებულია ჭიანჭველებით ვაჭრობის ქსელთან, რომელიც კენიაში გასულ წელს გამოავლინეს.

სპეციალისტების განმარტებით, ჭიანჭველების ეს კონკრეტული სახეობა დაცულია ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო შეთანხმებებით და მათი გადაზიდვა ან გაყიდვა მკაცრად რეგულირდება. ამიტომ მათი უკანონო გატანა სერიოზულ სამართლებრივ დარღვევად ითვლება.

კოლექციონერები ხშირად ინახავენ ამ მწერებს როგორც შინაურ ცხოველებს, რის გამოც მათზე მოთხოვნა იზრდება. ველური ბუნების დაცვის უწყების განცხადებით, ასეთი მოთხოვნა ზრდის მათი უკანონო შეგროვებისა და კონტრაბანდის რისკს, რაც ბუნებრივ ეკოსისტემებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გასული წლის მაისში, კენიის სასამართლომ ოთხ მამაკაცს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ქვეყნიდან ათასობით ცოცხალი დედოფალი ჭიანჭველას კონტრაბანდულად გატანის მცდელობისთვის, რაც ამ ტიპის პირველი შემთხვევა იყო. მათ სასამართლოს განუცხადეს, რომ ჭიანჭველებს ჰობის სახით აგროვებდნენ და არ თვლიდნენ, რომ ეს უკანონო იყო.

წყარო