ავტორი:

"მიშა ძილში ჩაცხრილეს, მძინარეს დაადგნენ თავზე..." - ყოფილი მეგობრების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული: რა დეტალებია ცნობილი დუშეთის მკვლელობაზე

"მიშა ძილში ჩაცხრილეს, მძინარეს დაადგნენ თავზე..." - ყოფილი მეგობრების მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული: რა დეტალებია ცნობილი დუშეთის მკვლელობაზე

სასტიკი მკვლელობა მოხდა დუშეთში რამდენიმე დღის წინ. მეუღლის თვალწინ მოკლეს 42 წლის მიშა ჩოხელი. მკვლელობა 10 მარტს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცნობით, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.

AMBEBI.GE-ს წყარო უყვება:

"მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება, ვერ გეტყვით. ოჯახი არაფერს ლაპარაკობს. ვიცით ის, რომ მიშა ჩოხელი სოფელ საშაბუროში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. მას მკვლელები შუაღამით დაადგნენ თავზე და მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ. მიშა 40-ს გადაცილებულია და ძალიან აქებენ, უაღრესად პოზიტიური პიროვნება იყო. გოგოლაური ახალი გამოსულია ციხიდან, ადრეც მკვლელობისთვისაა ნასამართლევი, უსაზიზღრესი პიროვნება. წარმოდგენა არავის აქვს, რისი გულისთვის გაიმეტეს მიშა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ასევე: