ავტორი:

"მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მადლობა ღმერთს, კარგად არის" - ირაკლი კობახიძე

"მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მადლობა ღმერთს, კარგად არის" - ირაკლი კობახიძე

მე მაქვს თორნიკესთან დაკავშირებით ინფორმაცია, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით - მადლობა ღმერთს, ის არის კარგად,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს გვაინტერესებს ყველას და შესაბამისად, ვკითხულობთ მასთან დაკავშირებით ინფორმაციას. თორნიკე არის კარგად, მადლობა ღმერთს, ის არის კარგად“, - განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გაიგო თუ არა პრემიერმა რიჟვაძესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის მიზეზი, კობახიძემ განაცხადა, რომ ამ თემას ვერ განიხილავს.

„მე ამ თემაში იცით, რომ ვერ შევალ - ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო და მადლობა ღმერთს, თორნიკე გადარჩა, არის ჯანმრთელად და კარგად“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.