ავტორი:

"უკრაინა ირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა" - ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე

"უკრაინა ირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა" - ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე

ისრაელის რეჟიმის დრონებით მხარდაჭერის გამო, უკრაინა ირანის ლეგიტიმურ სამიზნედ იქცა, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის თავმჯდომარე, იბრაჰიმ აზიზი სოციალურ ქსელში წერს.

  • „ისრაელის რეჟიმის დრონებით მხარდაჭერის გამო, უკრაინა ფაქტობრივად ომში ჩაერთო და გაერო-ს ქარტიის 51‑ე მუხლის შესაბამისად, მთელი თავისი ტერიტორია ირანისთვის ლეგიტიმურ სამიზნედ აქცია“, - წერს იბრაჰიმ აზიზი X-ზე.

შეგახსენებთ, მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარებისთვის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან თხოვნა მიიღო. ზელენსკის ცნობით, სამხედრო მრჩევლების სამი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანაში გაგზავნა, კერძოდ, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთში.