"როცა ირანს აქვს აპოკალიფსური სცენარი, არაფერია გამორიცხული - ყველას ცეცხლს წაუკიდებს. ირანი ახლაა საშიში ყველასთვის და წარმოიდგინეთ, რა იქნება, ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეს", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებაზე საუბრისას.
- გამოვრიცხავ, რომ მოკლე ვადაში ირანი სახმელეთო ოპერაციებზე გადავიდეს. მისი ახლანდელი მოქმედება პრიმიტიული, მაგრამ ეფექტური ღონისძიებაა - ირანი ცდილობს იაფფასიანი დრონები და ბალისტიკური რაკეტები ესროლოს მეზობელ ქვეყნებს. ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს ფიზიკურად დიდი ზიანი მიადგებათ, მხოლოდ საინფორმაციო კამპანიის თვალსაზრისითაა ზიანი მნიშვნელოვანი. თუმცა ეს ყველაფერი მათ რეპუტაციასა და ეკონომიკაზე აისახება. აქედან გამომდინარე, ირანისთვის ეს უკვე წარმატებაა, რადგანაც ქმნის იმ მექანიზმს, რომლითაც არაბულ სახელმწიფოებს აიძულებს ზეწოლა მოახდინონ აშშ-ზე, რათა მან შეწყვიტოს დარტყმები ირანზე. ირანი დე ფაქტო ამბობს, მე ვესვრი ყველას და ყველაფერს, სადამდეც მივწვდები, უკან დამხევი არა ვარ, ჩემი გეშინოდეთო.
მეორე მხრივ, ამერიკას ნათელი არჩევანი აქვს - ირანის რეჟიმის თავისუფლად მიშვება ან კოლაბორაციონიზმზე შეთანხმება, თუ არადა, ირანმა შეიძლება დაიწყოს სრულმასშტაბიანი მუშაობა ბირთვულ იარაღზე.
1. თუკი რეჟიმი სამხედრო კაპიტულაციას არ გამოაცხადებს, გამოდის, აშშ ვერ მიაღწევს მიზანს, ოღონდ ეს ყველაფერი რეჟიმის ცვლილების გარეშე; 2. შეიძლება რეჟიმი ნაწილობრივ შეიცვალოს, როგორც ვენესუელაში ანუ მოხდეს ნაწილობრივი კოლაბორაცია და ესეც გაანეიტრალებს ყოველგვარ საფრთხეს; 3. რეჟიმის სრული დამხობა, რომელიც გულისხმობს, ვისაც დასვამს ამერიკა, ირანის რეჟიმი ის იქნება. თუ ამ სამიდან არც ერთი მოხდა, ირანი გამოდის გამარჯვებული. გამოდის, მისია ვერ შესრულდა, ეს კი იქნება ძალიან მძიმე კატალიზატორი მსოფლიოსთვის... წაიკითხეთ ვრცლად