ავტორი:

სოფელ ოფურჩხეთში საავტომობილო გზა დაიბზარა - რა ინფორმაციას აქვეყნებს "ინფო იმერეთი"?

სოფელ ოფურჩხეთში საავტომობილო გზა დაიბზარა - რა ინფორმაციას აქვეყნებს "ინფო იმერეთი"?

"ინფო იმერეთი" წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ოფურჩხეთში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე დაბზარული საავტომობილო გზა ჩანს.

"სტიქიის ახალი კვალი -წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთშიც საავტომობილო გზა დაიბზარა " - წერს "ინფო იმერეთი".

  • ცნობისთვის, მანამდე, 12 მარტს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მდ. წყალწითელას მარცხენა ფერდობზე მეწყრული სხეული განვითარდა. მეწყერმა დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 40-მდე ადგილობრივი მაცხოვრებლის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი სტიქიის ზონაში აღმოჩნდა.