ავტორი:

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნის“ დაზიანების შესახებ ირანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნის“ დაზიანების შესახებ ირანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნის“ დაზიანების შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

"მოდით, ნათლად ვთქვათ: ავიამზიდ "აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ზღვის სივრციდან ირანის საჰაერო სივრცეზე სრული დომინირების შენარჩუნებას განაგრძობს“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

აშშ-მა კონფლიქტამდე ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნის გაძლიერება დაიწყო. "ლინკოლნის“ გარდა, რეგიონში ასევე მოქმედებს აშშ-ის საზღვაო ძალების უდიდესი ავიამზიდი, "ჯერალდ ფორდი“.

ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ სპარსეთის ყურეში დამატებით ძალებს აგზავნის, მათ შორის ე.წ. "ამფიბიური მზადყოფნის ჯგუფს“ (ARG), რომელიც 5 000-მდე საზღვაო ქვეითსა და მეზღვაურს მოიცავს.