მას შემდეგ, რაც ცნობილმა ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა მეუღლესთან დაშორებაზე საჯაროდ და გულწრფელად ისაუბრა, მან კიდევ ერთი უმძიმესი ისტორია გაამხილა. მარი ბავშვობის იმ სულის შემძვრელ ეპიზოდს იხსენებს, რომელმაც შესაძლოა, მთელი მისი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა. ამ ამბავს კი ფოტოგრაფი სოციალურ ქსელში აქვეყნებს
"დედაჩემმა ის სახლი დაკარგა, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. ეს იყო უდიდესი სტრესი - ბანკი, იპოთეკა... დავრჩი ქუჩაში. სწორედ ჩემი შვილის გამო დავიწყე ფოტოგრაფია, რომ ოჯახში თანხა შემომეტანა. მაშინ მარტოხელა დედა ვიყავი, პირველ მეუღლესთან ახალი დაშორებული. ჩემი სარჩენი გახდა დედაც, მამაც და შვილიც. მამა აფხაზეთის ომის შემდეგ ფსიქიატრიულ კლინიკაში გარდაიცვალა...“ - იხსენებდა ფოტოგრაფი.

მარი ნაკანი:
"გინდათ მწარე სიმართლე ჩემზე? მამაჩემი ფსიქიატრიულიდან გამოიქცა ერთხელ, მომაკითხა სადაც ვცხოვრობდი. კარი როცა გავუღე იარაღით იდგა, დედაჩემი არ ატანდა ჩემს თავს. მამა იძულებული გახდა იარაღი დაედო ჩემთვის და გავეტაცებინე. მეშინოდა, პატარა ვიყავი და ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა.
სულ ვგრძნობდი, რომ მამას ვუყვარდი, მაგრამ რატომ მომიტაცა არ ვიცოდი. მაღაზიაში როცა შევარდა საფეთქელთან მედო თოფი. გამყიდველს უკივლა, რომელ ქინდერსაც აირჩევს, ის მიეციო.
კვერცხში რა იდო არ ვიცოდი, მაგრამ მაგრად ვუჭერდი ხელს და თან ცრემლები მომდიოდა. სანამ გავხსნიდი მამა უკვე გადაყვანილი ჰყავდათ “საგიჟეთში.” როცა აბამდნენ, მამა გაშმაგებული თვალებით მიყურებდა და უზარმაზარი თვალებიდან კოსმიურ სიყვარულს მიგზავნიდა.
მისი ცრემლები ბოდიშის ნიშნად ქურთუკს უსველებდა. ძილის წინ ბალიშიდან ფრთხილად გამოვაცურე კოსმონავტი, რომელიც კვერცხში ამომივიდა და მას შემდეგ წლები ვუჭერდი მუშტს, სანამ მამას კიდევ ვნახავდი"
წაიკითხეთ ასევე: