ავტორი:

125 რაკეტა და 211 მოგერიებული დრონი, დაზიანებული პორტები, სასტუმრო, ქარხნები - ბაჰრეინი, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებია განლაგებული, ირანის თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა

125 რაკეტა და 211 მოგერიებული დრონი, დაზიანებული პორტები, სასტუმრო, ქარხნები - ბაჰრეინი, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებია განლაგებული, ირანის თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა

ბაჰრეინმა განაცხადა, რომ ირანთან ომის დაწყების შემდეგ მისმა საჰაერო თავდაცვამ 125 რაკეტა და 211 დრონი მოიგერია, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბაჰრეინი, სადაც აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტია განლაგებული, ირანის თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა. ირანის დარტყმებმა დააზიანა პორტები, სასტუმრო, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და წყლის გამტკნარების ქარხანა.

ბაჰრეინი აშშ-ში წარმოებულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ეყრდნობა. თავდასხმებს ქვეყანაში სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა.