ავტორი:

ავარია თბილისში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა: რა დეტალები ხდება ცნობილი

ავარია თბილისში - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა: რა დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად კი ერთი პირი დაშავდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.