მშვიდობის ფასი, რომელიც საქართველოზე გადის - რა გავლენა იქონია ირანში ომმა ავიაბილეთების ღირებულებაზე

მშვიდობის ფასი, რომელიც საქართველოზე გადის - რა გავლენა იქონია ირანში ომმა ავიაბილეთების ღირებულებაზე

ირანში დაწყებული ომის გამო გლობალური ავიაცია გარკვეულ სირთულეებს წააწყდა. ავიაკომპანიები იძულებულნი არიან, რომ ქვეყნის მასშტაბით რეისები გადაამისამართონ, საწვავის ფასები იზრდება და შედეგად, ავიაბილეთების ფასიც გაიზარდა.

  • გადამისამართებულმა რეისებმა საჰაერო მოძრაობის სიხშირე გაზარდა ორ მარშრუტზე: არაბეთის ნახევარკუნძულსა და კავკასიაზე, განსაკუთრებით საქართველოში.

აშშ-მ ფასების შესამცირებლად რუსულ ნავთობზე დროებით მოხსნა სანქციები.

  • როგორც როიტერსი წერს, ირანში ომის დაწყებიდან დღემდე, საწვავის ფასები ბარელზე 85-90 დოლარიდან 150-200 დოლარამდე გაიზარდა.

2026 წლის თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, სპარსეთის ყურის ბევრმა ქვეყანამ დახურა საჰაერო სივრცე. საუდის არაბეთი ერაყის და სპარსეთის ყურის მოსაზღვრე საჰაერო სივრცის ნაწილს დახურულს ტოვებს, ხოლო არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და კატარმა საჰაერო მოძრაობის კონტროლის სპეციალური რეჟიმი შემოიღეს. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ რეისს ფრენისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიეცეს და საჰაერო მოძრაობას სამხედროები აკონტროლებდნენ.

ზოგიერთი ქვეყნის ცა სრულად დაკეტილია: თავად ირანში, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ასევე ბაჰრეინში, ერაყში, ისრაელში, ქუვეითსა და სირიაში.

რეგიონის საჰაერო სივრცის სრულად დახურვა შეუძლებელია, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნებში მდებარეობს ძირითადი საავიაციო ჰაბები - აეროპორტები, სადაც მგზავრებს თვითმფრინავების შეცვლა უწევთ დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.

  • სპარსეთის ყურის ქვეყნების ევროპასთან, ინდოეთთან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საერთაშორისო მარშრუტი ირანზე გადის. მეორე ვარიანტი არაბეთის ნახევარკუნძულის თავზე ფრენაა. ორივე ვარიანტი, კავკასიის გავლით და არაბეთის ნახევარკუნძულის თავზე, ავიაკომპანიებისთვის და მოგზაურებისთვის, ზრდის ფრენის დროს და საწვავის მოხმარებას.

ფრენის საინფორმაციო რეგიონებიდან ყველაზე დატვირთულია ბაქო (ICAO კოდი UBBA) და თბილისი (ICAO კოდი UGGG). ორი ქვეყნის საკონტროლო ცენტრები ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მარშრუტის ვიწრო ზონას ემსახურებიან.

წყარო: bbc.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: