პრინცმა უილიამმა ბრიტანეთში დედის დღის აღსანიშნავად პრინცესა დაიანას ხსოვნას პატივი მიაგო: 43 წლის უელსის პრინცმა დღეს,15 მარტს "ინსტაგრამზე" ბავშვობაში გადაღებული ფოტო ატვირთა.
1984 წელს ჰაიგროუვში ყვავილების მდელოზე გადაღებულ ფოტოზე ორი წლის პრინცი უილიამი და პრინცესა დაიანა ხელჩაკიდებულები არიან: "დღეს და ყოველდღე ვიხსენებ დედაჩემს. ვფიქრობ ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ დღეს ძვირფას ადამიანს იგონებს. გილოცავთ დედის დღეს. W",- წერს ფოტოს აღწერაში პრინცი.

პრინცესა ქეითს, რომელსაც პრინც უილიამთან 12 წლის ჯორჯი, 10 წლის შარლოტა და 7 წლის ლუი ჰყავს, დედის დღისადმი მიძღვნილი საჯარო პოსტი წელს არ გამოუქვეყნებია. თუმცა მას არაერთხელ აღუნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედის როლი მის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
2024 წელს ქეითმა გაამხილა, რომ ქიმიოთერაპიით მკურნალობა დაასრულა და 2025 წელს გაასაჯაროვა, რომ რემისიაში იმყოფებოდა. საზოგადოებრივი მოვალეობების შესრულებას ქეითი სულ ახლახან დაუბრუნდა.

წყარო: people.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
იხილეთ ასევე: