ვენერა ობოლაშვილი საკუთარ შვილს ძალადობაში ადანაშაულებს. ქალი, რომელსაც საზოგადოება მძიმე კრიმინალური წარსულით იცნობს, აცხადებს რომ ახლა თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი.
კურიერი • P.S-მა ვენერა ობოლაშვილი და მისი შვილი ჩაწერა:
“წამომითაქებს ხოლმე. თუ არ გავიქეცი, შეიძლება ცუდი ამბები მოხდეს. არ მინდა ჯერ სიკვდილი... ძალაობის მსხვერპლი ვარ, აბა რა ვარ,“ - აცხადებს ვენერა ობოლაშვილი.
მისი თქმით, დახმარებისთვის პოლიციასაც მიმართა, თუმცა უშედეგეოდ.
შარშანაც იყო დაკავებული 2 თვით. შემდეგ მკითხეს, ქალბატონო ვენერა გავასამართლოთ თუ ვაპატიოთო - აპატიეთ მეთქი. მეგონა ჭკუაზე მოვიდოდა, მაგრამ უარესებს აკეთებს. სხვა რომ იყოს არაფროთ ვაპატიებდი, მაგრამ ჩემი შვილია. შვილს რა უნდა ვუქნა,“ - აცხადებს მკვლელობისთვის გასამართლებული ქალი.

დედასთან ჩხუბის ეპიზოდებს არ უარყოფს მაგრამ ამაზე ღიად არ საუბრობს ვენერა ობოლაშვილის შვილი.
“სცემთ ხოლმე?“ - ჰკითხა მას ჟურნალისტმა, რაზეც მამაკაცმა მიუგო, რომ “ხანდახან ყველა ჩხუბობს.“
როგორც ირკვევა დედა-შვილს კონფლიქტი სახლის გამო აქვთ. შვილს სახლის გაყიდვა და თბილისშ საცხოვრებლად გადასვლა ზურს, რასაც ვენერა ობოლაშვილი არ თანხმდება.
იხილეთ ასევე: