ჰოლივუდის ყველაზე სასურველმა სასიძომ, ლეონარდო დიკაპრიომ, 2026 წლის "ოსკარის“ დაჯილდოებაზე საზოგადოებას თავისი რჩეული, იტალიელი მოდელი ვიტორია ჩერეტი ოფიციალურად წარუდგინა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილს წითელ ხალიჩაზე ერთად არ გაუვლია, ისინი დარბაზში გვერდიგვერდ ისხდნენ. ვიტორია, რომელიც ლეოზე 24 წლით უმცროსია, საღამოს ელეგანტური კაბით დაესწრო და ფოტოგრაფების ყურადღება მაშინვე მიიპყრო.

სერიოზული ნაბიჯი დიკაპრიოსგან
ინსაიდერების თქმით, ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ 51 წლის მსახიობისა და 27 წლის მოდელის ურთიერთობა, რომელიც 2023 წელს დაიწყო, საკმაოდ სერიოზულ ფაზაში გადავიდა.
დიკაპრიო იშვიათად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე პარტნიორებთან ერთად - ბოლოს მან მსგავსი ნაბიჯი 2020 წელს გადადგა, როდესაც ცერემონიაზე კამილა მორონესთან ერთად მივიდა. კიდევ უფრო ადრე კი, 2005 წელს, მის გვერდით ლეგენდარული ჟიზელ ბუნდჰენი იდგა.

ბრძოლა მეორე "ოსკარისთვის“
ლეონარდო წელს ნომინირებული იყო "საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ კატეგორიაში ფილმისთვის One Battle After Another. თუმცა, წლევანდელი კონკურენცია განსაკუთრებით მძაფრი აღმოჩნდა - მასთან ერთად ნომინაციაში იყვნენ ტიმოთი შალამე და მაიკლ ბ. ჯორდანი.

საღამოს სკანდალები
სანამ დიკაპრიოს პირად ცხოვრებას განიხილავდნენ, დარბაზში სხვა დაძაბულობაც იგრძნობოდა. ტიმოთი შალამემ, რომელიც სეზონის დასაწყისში მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ჯილდო ვერ მიიღო. ბევრი ამას მსახიობის იმ სკანდალურ განცხადებას უკავშირებს, სადაც მან ბალეტსა და ოპერას "უინტერესო ხელოვნება" უწოდა.
წლის საუკეთესო ფილმი პოლ თომას ანდერსონის One Battle After Another გახდა, რომელმაც ჯამში 6 "ოსკარი“ მოიპოვა.