განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 6 მარტიდან ამოქმედდა ვიზებთან დაკავშირებული აკრძალვა ქართველი დიპლომატებისთვის და ევროკავშირი განიხილავს, კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საქართველოსთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს წინასწარი დღის წესრიგის თანახმად, ბრიუსელში, 16 მარტს დაგეგმილ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა თემებთან ერთად, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.
"საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. ინფორმაცია გერმანიიდან და საფრანგეთიდან“, - წერია დღის წესრიგში.
ასევე, საბჭოს შეხვედრის ფარგლებში მთავარ თემებს შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაა.