ავტორი:

ტბის სიგრძეში გაზრდა, საფეხმავლო ხიდის მოწყობა... - რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირებაზე 1.596 მლნ-ს ტენდერი გამოცხადდა: კიდევ რის გაკეთება იგეგმება?

ტბის სიგრძეში გაზრდა, საფეხმავლო ხიდის მოწყობა...  - რუსთავის ცენტრალური პარკის პროექტირებაზე 1.596 მლნ-ს ტენდერი გამოცხადდა: კიდევ რის გაკეთება იგეგმება?

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. მანამდე ფონდს პროექტირებაზე ბაზრის კვლევა ჰქონდა გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბაზრის კვლევის შედეგად, საპროექტო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 1.596 მლნ ლარი განისაზღვრა (დღგ-ს გარეშე). კონკურსში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მომსახურების გასაწევად 6 თვე ექნება.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო სათამაშო სივრცეების, სპორტული ზონების, მინი ფეხბურთის მოედნის, რეკრეაციული ზონების, საველოსიპედე, სარბენი და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. გააგრძელეთ კითხვა