მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში "იმედის კვირა“ განაცხადა, რომ მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის“.
ვაშინგტონში დაგეგმილი ღონისძიების მთავარი მიზანი ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაა მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების გზით.

"ჩემი მეუღლე მიემგზავრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მეუღლის მიწვევით. როცა ურთიერთობაზეა საუბარი, ესეც კეთილი ნების გამომჟღავნებაა, რომ პირდაპირი მიწვევა არის ჩემი მეუღლის სახელზე პირველი ლედის მხრიდან“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
გლობალურ სამიტზე “Fostering the Future Together”, რომელსაც მასპინძლობს მელანია ტრამპი, მიწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მეუღლეები და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლები. ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 24-25 მარტს ვაშინგტონში - თეთრ სახლში.
თეთრი სახლის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ:
"პროექტი "Fostering the Future Together" მსოფლიოს ქვეყნებს შესთავაზებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს (AI), რომელიც დაეხმარება ბავშვებს, პედაგოგებსა და მშობლებს, და ამავდროულად დაიცავს მათ ონლაინ საფრთხეებისგან. მსხვილმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა უკვე შექმნეს მსგავსი ინსტრუმენტები და თანხმდებიან, რომ ეს შესაძლებლობები მონაწილე ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ უფასოდ ან ძალიან დაბალ ფასად.
კოალიციაში მონაწილეობის მსურველი ლიდერების მეუღლეები ან მათთან გათანაბრებული წარმომადგენლები თავიანთ ეროვნულ მთავრობებთან თანამშრომლობით შეაფასებენ ხელმისაწვდომ ტექნოლოგიებს. ისინი იმსჯელებენ, როგორ შეიძლება ამ ინოვაციური ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება, რათა შეიქმნას განათლების ახალი შესაძლებლობები ბავშვებისთვის, მოხდეს პედაგოგებისა და მშობლების მომზადება და დაიგეგმოს მომავლის თანამედროვე სასწავლო გარემო".
სამიტის სამუშაო გრაფიკი მიწვეული სტუმრებისთვის ორი ნაწილისგან შედგება: პირველი არის მთელი დღის სამუშაო სესია, ხოლო მეორე - მაღალი დონის შეხვედრა ლიდერების მეუღლეებთან.
"სამუშაო სესიაში გაიმართება ინტერაქტიური დისკუსიები და ანალიტიკური ჯგუფების შეხვედრები, რომლებიც შეეხება ბავშვთა კეთილდღეობას, განათლების განვითარებას, ინოვაციასა და ტექნოლოგიებს. ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და განათლების ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად მონაწილეები განსაზღვრავენ საუკეთესო პრაქტიკებს და შექმნიან პარტნიორობებს, რათა გააძლიერონ ბავშვებისთვის ციფრული განათლება, უსაფრთხოება და ციფრული წიგნიერება.
დისკუსიები შეეხება შემდეგ თემებს:
მეორე დღეს კი მელანია ტრამპი კოალიციის წევრებს თეთრ სახლში მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე უმასპინძლებს.
მიწვეულთა სრული სია საჯაროდ ჯერ არ გამოქვეყნებულა.
თამარ ბაგრატიონი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც სამეფო გვარის წარმომადგენელი, რომლის ოჯახის ისტორიაც მრავალ საინტერესო დეტალს ინახავს. ოჯახის წევრები და ახლობლები მას "თაუს“ ეძახიან. ის მომღერალ ლიზა ბაგრატიონის უფროსი დაა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ლიზა დაზე ჰყვება:
"ჩემზე ადრე მოვიდა ამ ქვეყნად. ხან წინ მიძღვეება რომ გზა გამინათოს და ხან უკან მომყვება ჩემი გაფუჭებულის დასასუფთავებლად. ყველაზე დიდია ჩემთვის - როგორც დედა, მეუღლე, შვილი, ბებია და მეგობარი! ჩემი ძალა ხარ და სინდისი...“
საჯარო გამოჩენა და მიხეილ ყაველაშვილის აქტივობები შვილებთან ერთად
ბოლო პერიოდში თამარ ბაგრატიონი სულ უფრო ხშირად ჩნდება მეუღლის გვერდით ოფიციალურ ღონისძიებებზე.


განსაკუთრებით თვალშისაცემია მიხეილ ყაველაშვილის ხშირი გამოჩენა შვილებთან ერთად. ის შვილებთან ერთად ხშირად ესწრება სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს. ასევე, რელიგიურ დღესასწაულებზე.


თამარ ბაგრატიონსა და მიხეილ ყაველაშვილს სამი შვილი ჰყავთ: მარიამი, გურამი და ელისაბედი. თამარ ბაგრატიონს პირველი ქორწინებიდან, უფროსი ვაჟი - გიორგი ივანიშვილი ჰყავს.