ავტორი:

"რას ამბობენ, რა ვარ? თუ გსურთ, თითებს დავითვლი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუს ხუმრობა ცნობებზე, რომ თითქოსდა, გარდაიცვალა

"რას ამბობენ, რა ვარ? თუ გსურთ, თითებს დავითვლი“ - ბენიამინ ნეთანიაჰუს ხუმრობა ცნობებზე, რომ თითქოსდა, გარდაიცვალა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ მედიაში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უარყოფს მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ცნობებს და ამ თემაზე ხუმრობს.

  • კაფეში გადაღებულ ვიდეოში ნეთანიაჰუ ყავას ყიდულობს და იუმორით პასუხობს მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაციას და ვიდეოს ასათაურებს:

"რას ამბობენ, რა ვარ?“, - რითაც პასუხობს გავრცელებულ ჭორებს, რომ ის ირანის საჰაერო დარტყმის შედეგად დაიღუპა.

"თუ გსურთ, თითებს დავითვლი“, - აცხადებს ვიდეოში ნეთანიაჰუ, ხელებს წევს და თითებს ითვლის ორივე ხელზე.

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა და მისი ბოლო სატელევიზიო გამოჩენა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო გენერირებული.