ავტორი:

დიდ ბრიტანეთში მენინგიტის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - რას აცხადებენ მედიკოსები?

დიდ ბრიტანეთში მენინგიტის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - რას აცხადებენ მედიკოსები?

დიდ ბრიტანეთში მენინგიტის აფეთქებას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ერთი კენტის უნივერსიტეტის სტუდენტია.

ინფორმაციას BBC-ის რეგიონული სამსახური BBC South East ავრცელებს. მათი ცნობით, კიდევ 11 ადამიანი ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება, მათი მდგომარეობა მძიმეა.

უწყების წარმომადგენლის თქმით, დაავადების გამომწვევი კონკრეტული შტამი ამ ეტაპზე ჯერ არ არის იდენტიფიცირებული.

"მენინგიტი შეიძლება ძალიან სწრაფად პროგრესირებდეს და მისი შედეგები დამანგრეველია, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და მათი ახლობლებისთვის. ბაქტერია უფრო ადვილად ვრცელდება იმ გარემოში, სადაც ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სწავლობენ და მჭიდროდ ურთიერთობენ. მოვუწოდებთ სტუდენტებს, პერსონალს და ოჯახის წევრებს, ყურადღებით იყვნენ მენინგიტის ნიშნებისა და სიმპტომების მიმართ", - ამბობს ექიმი ტომ ნატი.

ჯანდაცვის სპეციალისტების განცხადებით, შემთხვევები დაკავშირებულია ე.წ. ინვაზიურ მენინგიტთან - ინფექციასთან, რომელიც თავის და ზურგის ტვინის გარსებს აზიანებს და სწრაფად გავრცელების შემთხვევაში სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ჯანდაცვის უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ მენინგიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს და მათი გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

უნივერსიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ სტუდენტებისა და თანამშრომლების უსაფრთხოება მათთვის მთავარი პრიორიტეტია.

"ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის გუნდებთან და მუდმივ კონტაქტში ვართ სტუდენტებთან და პერსონალთან, რათა მათ საჭირო ინფორმაცია და მხარდაჭერა მივაწოდოთ", - აღნიშნულია განცხადებაში.

BBC-ის ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სოციალურ ღონისძიებასთან, რომელიც კენტერბერიში გაიმართა და რომელსაც ინფიცირებულთა ნაწილი ესწრებოდა. სპეციალისტები ამჟამად აქტიურად ესაუბრებიან დაზარალებულებს, რათა დაადგინონ მათი ახლო კონტაქტები და თავიდან აიცილონ ინფექციის შემდგომი გავრცელება. წყარო

იხილეთ ასევე: