რუსი იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი გამოდის ინიციატივით, რუსებს გაზაფხულზე ინტერნეტი გაუთიშონ, შემოდგომაზე კი კვლავ ჩაურთონ. აი, რას წერს დუგინი "ტელეგრამში":
"ინტერნეტი რომ მთლიანად გამორთულიყო, განსაკუთრებით გაზაფხულზე, ადამიანები დაიწყებდნენ სეირნობას, შეხვედრებს, სოციალიზაციას, კაფეებსა და მაღაზიებში სტუმრობას, ახალი მეგობრების შეძენას და რეალური, ადამიანური ცხოვრებით ცხოვრებას.
მისი [ინტერნეტის] ხელახლა ჩართვა გვიან შემოდგომაზე იქნებოდა შესაძლებელი.
ვირტუალური სამყარო ზამთრის ძილის სიზმრებს ჰგავს. მეგობრებთან ერთად კი - გაზაფხულსა და ზაფხულში შეგიძლია დღეები დაგეგმო, როგორც ბავშვობაში: ფანჯარასთან მიდიხარ და უსტვენ: "პავლიკი გამოვა?“ და სკუტერით (არა, სკუტერებიც უნდა აიკრძალოს, დამავიწყდა) ველოსიპედებით ერთად გავდივართ ქალაქში! გზად ვალერკას დავურეკავთ. ბურთზე", - წერს დუგინი.
ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, რუსეთის რიგ რეგიონებში, მათ შორის მოსკოვის ნაწილში რამდენიმე დღის განმავლობაში მობილური ინტერნეტი არ მუშაობდა, როგორც ოპერატორები აცხადებდნენ, შეფერხების აღმოფხვრა მათზე არ იყო დამოკიდებული, ხელისუფლება კი ინტერნეტის გათიშვას უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნიდა.
წაიკითხეთ ვრცლად: