ავტორი:

ტრაგედია ინდოეთში - საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტრაგედია ინდოეთში - საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, სამთავრობო საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ ცენტრში გაჩენილ ხანძარს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ორშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:30 საათზე მოხდა.

  • შტატის მთავარი მინისტრის, მოჰან ჩარან მაჯჰის განცხადებით, დაღუპულები პაციენტები იყვნენ. ხანძარმა ტრავმატოლოგიის ინტენსიური თერაპიის განყოფილება, ასევე მიმდებარე რეანიმაციული განყოფილება და პალატები დააზიანა.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ მოკლე ელექტრო ჩართვა გახდა, თუმცა საბოლოო მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ოფიციალური პირების თქმით, პაციენტები იმავე საავადმყოფოს სხვა განყოფილებებში გადაიყვანეს. მათივე განცხადებით, თუ გამოძიება ვინმეს პასუხისმგებლობას დაადგენს, დამნაშავეების მიმართ მკაცრი ზომები იქნება მიღებული.

ინდოეთში საავადმყოფოებში ხანძრის შემთხვევები ხშირია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ინციდენტების უმეტესობა ელექტროგაყვანილობის გაუმართაობას უკავშირდება. მსგავსი ტრაგედია გასული წლის ოქტომბერშიც მოხდა. მაშინ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს ექვსი კრიტიკულად მძიმე პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

წყარო