გერმანია ჰორმუზის სრუტის ბლოკადის საკითხის მოგვარებაში ნატო-ს როლს ვერ ხედავს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, მან აშშ-სა და ისრაელს მოუწოდა, ირანის წინააღმდეგ ომის მომავალ კურსთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია წარადგინონ.
„პირველ რიგში, აშშ-სა და ისრაელისთვის მნიშვნელოვანი იქნება იმის გარკვევა, თუ როდის მიიჩნევენ ისინი თავიანთი ოპერაციის სამხედრო მიზნებს მიღწეულად. ჩვენ გვჭირდება მეტი სიცხადე ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვადეფულმა.
„ნატო ტერიტორიის დაცვის ალიანსი არის და არსებულ სიტუაციაში ნატო-ს განლაგების მანდატი არ არსებობს“, - განაცხადა სტეფან კორნელიუსმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ მოკავშირე სახელმწიფოები ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებაზე უარს განაცხადებენ, ეს „ნატო-ს მომავლისთვის ძალიან ცუდი იქნება“.