ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, ისრაელის და მათი მოკავშირეების გემებისთვისაა გადაკეტილი.
მისი თქით, ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ ირანის მოწინააღმდეგეებმა თავდასხმებისა და აგრესიის გამეორება აღარასდროს მოისურვონ.
"ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, არა იმიტომ, რომ ომი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ამჯერად ეს ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ ჩვენმა მტრებმა აღარასდროს გაიფიქრონ ამ თავდასხმებისა და აგრესიის გამეორება. ვფიქრობ, მათ უკვე კარგი გაკვეთილი ისწავლეს და გააცნობიერეს, როგორ ერთან აქვთ საქმე, ისეთთან, რომელსაც არ ყოყმანობს თავის დაცვაში და მზადაა გააგრძელოს ომი სადაც არ უნდა იყოს”, - აღნიშნა არაღჩიმ.