ავტორი:

“მდიდრები ისევ ღარიბებს უტოვებენ თავიანთ ნაგავს“ - სკანდალი “ოსკარის“ ცერემონიის დასრულების შემდეგ: ინტერნეტში გამოქვეყნებულმა ფოტომ, საზოგადოება აღაშფოთა

“მდიდრები ისევ ღარიბებს უტოვებენ თავიანთ ნაგავს“ - სკანდალი “ოსკარის“ ცერემონიის დასრულების შემდეგ: ინტერნეტში გამოქვეყნებულმა ფოტომ, საზოგადოება აღაშფოთა

წლევანდელი “ოსკარის“ ცერემონია კრიტიკის ობიექტი უჩვეულო მიზეზის გამო გახდა.

სტუმრები, რომლებიც ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ, კრიტიკის ქარცეცხლში იმის გამო მოექცნენ რომ, პრესტიჟული “Dolby Theatre“-ის შენობის დატოვების შემდეგ, ადგილზე უამრავი ნაგავი დატოვეს.

გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ თეატრის ზედა იარუსი მთლიანად ნაგვით არის დაფარული. საკვების ნამცეცები, პოპკორნი, საკვების ყუთები, წყლის ბოთლები და სხვა ნივთები იატაკსა და სავარძლებზე არის მიმოფანტული.

ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია და უამრავი კომენტარი დაიმსახურა.

  • “დასუფთავების ჯგუფი ოსკარს იმსახურებს...“
  • “ჩანს, რომ რაც არ უნდა ბევრი ფული ჰქონდეს ადამიანს, მაინც ადამიანები არიან.“
  • “ძნელი არის, რომ ნაგავი იატაკზე არ დატოვო?“
  • “ნუთუ ნაგვის ურნა საერთოდ არ იყო?“
  • “მდიდრები ისევ ღარიბებს უტოვებენ თავიანთ ნაგავს, როგორც ყოველთვის,“ - დაწერეს მომხმარებლებმა.

თუმცა სხვებმა აღნიშნეს, რომ ფოტოები ზედა იარუსში გადაღებულია, იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ ოჯახის წევრები, მეგობრები და მოწვეული სტუმრები სხედან.

“არ ვამართლებ ამას, მაგრამ ეს ხომ ის ზედა რიგებია, სადაც ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები სხედან? არა თავად ნომინანტები?“

“არ მაინტერესებს ვინ იჯდა იმ ადგილებზე - საკუთარი თავი მაინც დაასუფთავეთ!!! სახლში აკეთებთ ამას, საჯარო ადგილას რატომ არა?“ - დაწერა სხვამ.

  • “ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიას ლოს-ანჯელესში, Dolby Theatre-ის სცენაზე კონან ო’ბრაიენმა უმასპინძლა.

წითელი ხალიჩის ერთ-ერთი მთავარი ტრენდი ღია, ნეიტრალური ფერები და ბუმბულების დეტალები აღმოჩნდა. "ოსკარის“ 98-ე დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში პოლ თომას ანდერსონის ფილმმა "ერთი ბრძოლა მეორის მიყოლებით“ გაიმარჯვა.

წლის საუკეთესო რეჟისორად, ამავე ფილისთვის, პოლ თომას ანდერსონი დასახელდა.

"ოსკარი“ საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში მაიკლ ჯორდანმა მოიპოვა ფილმში "ცოდვილები“ შესრულებული როლისთვის. წლის საუკეთესო მსახიობ ქალად კი ჯესი ბაკლი დასახელდა ფილმისთვის "ჰამნეტი“. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ირლანდიელი მსახიობია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა.

წყარო

იხილეთ ასევე: