ინტერნეტში ამაღელვებელი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, როგორ გარბის ათასობით შეშინებული დამსვენებელი ფლორიდაში მდებარე სანაპიროდან მაშინ, როდესაც პლაჟზე სროლის ხმა ისმის.


მედიის ცნობით, გასული პარასკევიდან -დღემდე Daytona Beach-ზე მინიმუმ ოთხი სროლის შემთხვევა დაფიქსირდა. ამ პერიოდში “სპრინგ ბრეიკის“ აღსანიშნავად ქალაქში უამრავი სტუდენტი ჩავიდა.
სასტუმროს აივნიდან გადაღებულ ერთ -ერთ ვიდეოში ჩანს ქაოსური მომენტი, როდესაც შაბათს ატეხილი სროლის შემდეგ სანაპიროზე მყოფი შეშინებული დამსვენებლები ყვირილით იფანტებიან აქეთ-იქით.

ჯერ უცნობია, რა გახდა სროლის მიზეზი და დაშავდა თუ არა ვინმე