ავტორი:

ცნობილია ლაგოდეხში, ავარიის შედეგად დაღუპული 26 წლის ახალგაზრდას ვინაობა

ცნობილია ლაგოდეხში, ავარიის შედეგად დაღუპული 26 წლის ახალგაზრდას ვინაობა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ანანაურის მკვიდრი, 26 წლის სოსო აბრამიშვილი ემსხვერპლა.

როგორც “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს, ავარია სოფელ ჭაბუკიანისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აბრამიშვილი საკუთარი Ford-ის მარკის მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრანსპორტი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

იხილეთ ასევე: