ავტორი:

“ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში 6 ადამიანი დაშავდა

“ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში 6 ადამიანი დაშავდა

“ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშის შედეგად ჩრდილოეთ ისრაელში 6 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

ისრაელის “მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, “ჰეზბოლას“ მიერ ლიბანიდან გაშვებული რაკეტა ქალაქ ნაჰარიაში ჩამოვარდა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ ჩრდილოეთ ისრაელში ხანძარი გაჩნდა.