ავტორი:

ისრაელმა თეირანსა და ბეირუთში ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა დაიწყო - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ისრაელმა თეირანსა და ბეირუთში ფართომასშტაბიანი დარტყმების ტალღა დაიწყო - ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

ისრაელის საჰაერო ძალების განცხადებით, თეირანსა და ბეირუთში სამიზნეების წინააღმდეგ ერთდროული „ფართომასშტაბიანი“ დარტყმები დაიწყეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

  • თავდაცვის ძალების ცნობით, თეირანში ისინი „ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურას“ ურტყამენ, ხოლო ბეირუთში - „ჰეზბოლას“ სამიზნეებს.

ერთდროული თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანმა და „ჰეზბოლამ“ ისრაელზე რამდენიმე კოორდინირებული შეტევა განახორციელეს.

პარალელურად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს რაკეტებით და სულ მცირე ხუთი დრონით შეუტიეს. - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

წყაროებმა ერაყის უსაფრთხოების სამსახურიდან გამოცემას განუცხადეს, რომ თავდასხმა ყველაზე ინტენსიური იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ისრაელსა ირანს შორის ომი დაიწყო.

თვითმხილველმა Reuters-ს განუცხადა, რომ დაინახა სულ მცირე სამი დრონი, რომლებიც საელჩოს მიმართულებით მიემართებოდნენ. საჰაერო თავდაცვის სისტემამ ორი მათგანი ჩამოაგდო, მესამე კი საელჩოს ტერიტორიაზე დაეცა, სადაც ცეცხლი გაჩნდა.

მანამდე, საელჩომ ერაყში მყოფი აშშ-ის მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განგაში გაავრცელა და გააფრთხილა, რომ „ირანის მოკავშირე ტერორისტულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა“ ბაღდადის ცენტრში საერთაშორისო ზონას არაერთხელ შეუტიეს.