თბილისის მერია სოფელ ბეთანიის კურორტის განვითარების კონცეპტუალური დიზაინის შედგენასა და პროექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევას აცხადებს. აღნიშნული შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დაინტერესებული პირების მიერ წინადადების წარდგენის ვადა კი 2026 წლის 18 მარტია.
დოკუმენტის მიხედვით, საკვლევი არეალის ჯამური ფართობი 29 ჰექტარია, რომელიც მოიცავს - საცხოვრებელი ზონას, სატრანსპორტო ზონას და სატყეო ზონას.
"განვითარების ხედვა გულისხმობს გეგმარებითი ერთეულის სასურველ (წარმოსახვით) მდგომარეობას სამომავლო პერსპექტივაში. ხედვა უნდა იყოს კონკრეტული, რეალისტური და ამავე დროს, გამოწვევით. ხედვა უნდა ქმნიდეს გეგმარებითი ერთეულის იდენტობის სურათს და ითავსებდეს გეგმარებითი ერთეულის ძირითად მახასიათებლებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
განვითარების ხედვა უნდა მოიცავდეს: