“უკრაინას ირანის მხრიდან მუქარის არ ეშინია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ i24news-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ახალი არაფერია. ამ ოთხი წლის განმავლობაში მრავალი სხვადასხვა შეტყობინება მოვისმინე. ჩვენ ასეთი შეტყობინებების არ გვეშინია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, სულ მცირე ოთხი, მაგრამ ძირითადად 12 წელია, ყოველდღიურად ვცხოვრობთ ასეთ ცნობებთან ერთად. ასე რომ, ჩვენთვის ეს სიახლე არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთი ირანს დრონების მიწოდებით ეხმარება, რადგან ახლო აღმოსავლეთში ჩამოგდებულ "შაჰედში“ რუსული კომპონენტები იპოვეს.
"დიახ, დარწმუნებული ვარ. ვნახეთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში განადგურებული ერთ-ერთი "შაჰედის“ რამდენიმე კომპონენტი. ეს რუსული კომპონენტები იყო. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ირანელებს ისინი არ უწარმოებიათ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ნიშნავს, რომ რუსებიც ეხმარებიან მათ, ისევე როგორც ირანელები დაეხმარნენ მათ ომის დასაწყისშივე, როდესაც "შაჰედები“ მიაწოდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომისიის ხელმძღვანელმა იბრაჰიმ აზიზიმ განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან ისრაელისთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენა, მათ შორის დრონებით, უკრაინის მთელ ტერიტორიას თეირანის სარაკეტო დარტყმების "ლეგიტიმურ სამიზნედ“ აქცევს. წყარო
თეორიულად ირანს აქვს იარაღი, რომელიც უკრაინამდე მისაღწევად საკმარის დისტანციას ფარავს, მაგრამ პრაქტიკაში განხორციელება ბევრად უფრო რთული საკითხია.
ეს არის ძირითადად საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები.
ტიპები: Khorramshahr, Sejjil, Emad, Ghadr
მოქმედების რადიუსი: ჩვეულებრივ 1,700 - 2,000 კმ, ზოგ შემთხვევაში 3 000 კმ-მდე მსუბუქი ქობინით. ეს კი ნიშნავს, რომ ირანის დასავლეთიდან გაშვების შემთხვევაში უკრაინა უკვე რადიუსში ხვდება.
რაც შეეხება ამის პრაქტიკაში განხორციელებას, ირანი უკრაინას არ ესაზღვრება, პირდაპირ დარტყმას დასჭირდება სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცის გადაკვეთა, გარდა ამისა, სამხედრო ექსპერტებს თქმით, ამ ეტაპზე ირანს თვითონ აქვს იმხელა პრობლემები რაკეტების მარაგების და გამშვები სისტემების თვალსაზრისით ძნელად წარმოსადგენია, უკრაინა მის სამიზნეში აღმოჩნდეს. პლუს, უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, როდესაც ქვეყანას აგრესორი რუსეთის რაკეტებით თავდასხმების მოგერიება ყოველდღიურად უწევს, ცოტა უცნაურიც კია ირანის მუქარა...