არაოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში სპეცოპერაციის შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით 80-მდე ადამიანი დააკავეს.
"დააკავეს მეზობლები, დაკავების დროს ერთ-ერთის დედა დაიჭრა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა ამ დილით მოხდა. ბ.ჯ და უ.ჯ ამ ორმა პირმა თვითდაზიანება "ბრიტვით" მიიყენეს. აღნიშნული პირები ძმები არიან" - აცხადებს მოქალაქე.
გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი აცხადებს, ორმა პირმა, ძმებმა, დაკავებამდე თვითდაზიანება მიიყენეს.
იხილეთ ასევე: