ავტორი:

აშშ-ში, სატვირთო მანქანებზე მომუშავე იმიგრანტებს ლიცენზიები უუქმდებათ - ტრამპის გადაწყვეტილება უკვე ამოქმედდა: დეტალები

აშშ-ში, სატვირთო მანქანებზე მომუშავე იმიგრანტებს ლიცენზიები უუქმდებათ - ტრამპის გადაწყვეტილება უკვე ამოქმედდა: დეტალები

ორშაბათს ძალაში შევიდა ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აშშ-ში, სატვირთო მანანებზე მომშავე დაახლოებით 200 000 მიგრანტი კომერციულ ლიცენზიას დაკარგავს, რაც მომხმარებლებისთვის ფასების ზრდას გამოიწვევს.

  • როგორც washingtonpost-ი წერს, ახალი წესი უკრძალავს თავშესაფრის მაძიებელ იმიგრანტებს და ლტოლვილებს კომერციული მართვის მოწმობის მიღებას.

“ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, სატვირთო მანქანების მძღოლების წინააღმდეგ დაწყებული გაფართოებული კამპანიის ნაწილი. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც გასულ ზაფხულს რამდენიმე გახმაურებული ავარია მოხდა - ტრაგიკულ ინციდენტებში სატვირთოები მონაწილეობდნენ", - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი ლიცენზიის მქონე პირები მართვის უფლებას მხოლოდ დოკუმენტის ვადის გასვლის შემდეგ დაკარგავენ და არა მყისიერად.

“სატვირთო მანქანები შეერთებულ შტატებში საქონლის ტრანსპორტირების ძირითადი საშუალებაა - საკვებიდან დაწყებული მძიმე ტექნიკითა და სახიფათო მასალებით დამთავრებული - და, ერთი ინდუსტრიული ჯგუფის მონაცემებით, ისინი ქვეყანაში სატვირთო გადაზიდვების 70%-ზე მეტს შეადგენენ. ხანგრძლივი სამუშაო საათების, დაბალი ხელფასების, სახიფათო გზის პირობების და სახლიდან ხანგრძლივი არყოფნის გამო, სატვირთო გადაზიდვების ინდუსტრია მაღალ ბრუნვას განიცდის. მას შემდეგ, რაც ამერიკელებმა ინდუსტრია დატოვეს, ადგილები იმიგრანტებმა დაიკავეს, თუმცა სამუშაო პირობები გაუარესებულია", - წერს washingtonpost.

ახალი წესის თანახმად, სხვადასხვა დროებითი დაცვის მქონე იმიგრანტებს აღარ შეეძლებათ კომერციული მართვის მოწმობის მიღება, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ შეერთებულ შტატებში მუშაობის უფლება. წყარო

მოგეხსენებათ, აშშ-ში მყოფი არაერთი ქართველი ემიგრანტი სწორედ ამ საქმიანობით ირჩენს თავს, შესაბამისად, ეს ინფორმაცია მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.