კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მივიდა. ასევე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან ერთად, ადგილზე იმყოფება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც და სხვა სასულიერო პირები.
ცნობისთვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
"მდგომარეობაზე სამსჯელოდ კონსილიუმი შეიკრიბა" - რას ამბობენ მეუფეები პატრიარქის მდგომარეობაზე
კავკასიის მედიცინის ცენტრში ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი მივიდნენ (ფოტოები)
ფოტო: ვანო გორგიშვილი, "ინტერპრესნიუსი"




იხილეთ ასევე: