ავტორი:

"მდგომარეობაზე სამსჯელოდ კონსილიუმი შეიკრიბა" - რას ამბობენ მეუფეები პატრიარქის მდგომარეობაზე

"მდგომარეობაზე სამსჯელოდ კონსილიუმი შეიკრიბა" - რას ამბობენ მეუფეები პატრიარქის მდგომარეობაზე

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა - ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდი ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური, - ამის შესახებ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, შიო მუჯირმა განაცხადა.

  • მიტროპოლიტი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ილოცონ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

"როგორც საზოგადოებისთვის, როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც იქნება, ღვთის შეწევნით.

ჩვენ გვინდა დღეს მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, ჩვენს სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას. ასე რომ, ეს მინდა მოგიწოდოთ" - აცხადებს შიო მუჯირი, რომლის კომენტარსაც საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ ავრცელებს.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის ინფორმაციით, კავკასიის მედიცინის ცენტრში კონსილიუმია შეკრებილი და შემდეგ გააკეთებენ დამატებით კომენტარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"კონსილიუმია, გამოვლენ და მოგახსენებენ [ინფორმაციას] “,- აღნიშნა ჟურნალისტებთან მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა.

დეკანოზ ალექსანდრეს განცხადებით კი, ამ ეტაპზე არ იგეგმება უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანა ან პატრიარქის სხვა ქვეყანაში გადაყვანა.

"სტაბილურად, კარგად არის. ნორმალურად. არ იგეგმება [უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანა ან გადაყვანა]. პატრიარქი ბედნიერია და ჩვენც ბედნიერები ვართ. კარგად არის, ნორმალურად“,- აღნიშნა დეკანოზმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, პატრიარქი კუჭიდან მასიური სისხლდენით, კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და ინტუბირებულ მდგომარეობაში იმყოფება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა არასტაბილურია.

წაიკითხეთ ასევე: