ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით ლიკვიდირებულია ირანის უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი თანამდებობის პირი ალი ლარიჯანი.
მისი თქმით, სიახლე ლარიჯანის გარდაცვალების შესახებ ცნობა მას ახლახან გადასცეს.
„გუშინ (ორშაბათს), ისრაელის საჰაერო ძალებმა, ისრაელის თავდაცვის ძალების დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, დარტყმა განახორციელეს და მოკლეს ღოლამრეზა სოლეიმანი, რომელიც ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მეთაურობდა ბასიჯის დანაყოფს“, - ნათქვამია ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებაში.
„ბასიჯის“ მილიცია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაახლოებული მოხალისეთა პარამილიტარული ორგანიზაციაა. ბასიჯს ირანის ხელისუფლება ხშირად იყენებს ქვეყანაში საპროტესტო აქციების ჩასახშობად.
იხილეთ ასევე: