ავტორი:

სულ მცირე 400 დაღუპული და 250 დაშავებული - თალიბანი პაკისტანს საავადმყოფოზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ

სულ მცირე 400 დაღუპული და 250 დაშავებული - თალიბანი პაკისტანს საავადმყოფოზე თავდასხმაში ადანაშაულებს, ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ

პაკისტანის მიერ, ქაბულში, სარეაბილიტაციო საავადმყოფოზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 400 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა.

ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის თალიბანის მთავრობის პრესსპიკერის მოადგილე, ჰამდულა ფიტრატი ავრცელებს. მისი თქმით, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე ცდილობენ.მსხვერპლი შეიძლება გაცილებით დიდი იყოს.

თავდასხმა ორშაბათს საღამოს მოხდა. თალიბანის ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმაში პაკისტანს ადანაშაულებენ.

პაკისტანის მხარე ბრალდებებს უარყოფს. მათი განცხადებით, განხორციელებული ოპერაცია მიზანმიმართული იყო მხოლოდ სამხედრო ობიექტებისა და "ტერორისტული ინფრასტრუქტურის“ წინააღმდეგ.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. BBC-ის ინფორმაციით, ტერიტორიიდან ათეულობით ადამიანის ცხედარი საკაცეებით გაიტანეს.

დაწესებულების წარმომადგენლების თქმით, ცენტრში დაახლოებით 2000 ადამიანი მკურნალობდა.

პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა თებერვალში კვლავ გამწვავდა. გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) ცნობით, 26 თებერვლიდან მოყოლებული, ავღანეთში სასაზღვრო ბრძოლების შედეგად სულ მცირე 75 ადამიანი დაიღუპა და 193 დაშავდა.

წყარო